თეონა აქუბარდია

2 Mar. 2023, 19:57

ის, რომ ქართულ ოცნებას კრიტიკული აზრის, რომელიც მხარდაჭერილია დასავლეთის მხრიდან, ყველა იმ პრობლემის გაშუქების, რომელიც დემოკრატიისთვის აუცილებელია, ამ კომიტეტზე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც არ შეუშვეს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც გავლენის უნდათ, რომ მონათლონ.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი გაგრძელებაა იმ ძალადობის, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და არა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ, არამედ ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მაშინ, როცა მთავრობას აქვს უამრავი ხელშეკრულება გაფორმებული ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან გაფორმებული, ასოცირების შეთანხმება, 12 რეკომენდაციის ნაწილში, ამაზე ხდება დღეს უარის თქმა და ეს შეეხება თითოეულ მოქალაქეს.

არავინ არ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო სექტორი და მედიის ამბავია. ეს იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ასახული, ისევე როგორც უსაფრთხოებაზე, რადგან მთავრობის ბიუჯეტი შედგება უამრავი დასავლური გრანტისგან და მაშინ, როცა დასავლეთი დაინახავს უარს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი აუცილებლად შეამცირებენ ამ დახმარებას, რაც უარყოფითად იქნება ასახული მოქალაქეებზე. [...] საქართველოს ტოვებენ მარტო, ერთი ერთზე რუსეთთან და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება, ქვეყანას მოუვიდეს. [...]

მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის რაოდენობის, ისინი თვლიან თავებს და უნდათ დათვალონ, რამდენი უპირისპირდება ამ კანონს და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეს გამოუვათ.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, თეონა აქუბარდია. პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონპროექტზე მსჯელობენ. პარლამენტის შენობასა და მის გარეთ მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
  2. ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
  3. "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
  4. ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
  5. თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა

მეცნიერებს მრავალი ხელსაწყო აქვთ შექმნილი, რომლებიც ჩვენს ბიოლოგიურ დაბერებას შეიძლება ზომავდეს: არამხოლოდ ასაკს,…