თეონა აქუბარდია

2 Mar. 2023, 17:27

გეკითხები, NATO-ში და ევროკავშირში წევრობა კონსტიტუციაში რომ ჩაწერა ქართულმა ოცნებამ, რატომ გადადიხართ ამის მიღმა. თუ ეს ინტერესი არ გაქვთ, რომ ქვეყნის დემოკრატიის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ წახვიდეთ, ამერიკამ გითხრა, ბრიტანეთმა გითხრა, ნორვეგიამ გითხრა, ევროკავშირმა გითხრა, გაერომ გითხრა, ევროკომისიამ გითხრა, არ არის საკმარისი ეს ყველაფერი, რომ გაიგოთ, რომ თქვენ კონსტიტუციიდან გადიხართ.

ნიკა, სტუდენტებმა რა წერილიც მოგწერეს, არ გერიდება ამ ყველაფრის მერე, რომ ახლა კომიტეტზე ხმა უნდა მისცე ამ კანონს? ასეთი მონობა და უხერხული მდგომარეობა... როდესაც ქვეყანაზეა ლაპარაკი, რუსეთზეა ლაპარაკი, აგრძელებს რუსეთი ოკუპაციას და რას აკეთებთ, რომ დახვდეთ ფიანდაზებით? როგორ უნდა იმუშაოს პარლამენტმა ან USAID-თან, ევროკავშირთან, ან გაეროსთან, აგენტებად თუ გამოაცხადებთ მათ, ყველას და დასავლეთი თუ არის თქვენთვის მტერი და არა რუსეთი, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ და გამჭვირვალობა რა შუაშია, საერთოდ. ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაქვს საუბარი, ეს უსაფრთხოება მიწაში ჩადეთ თქვენ იმით, რომ რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…