პაველ ჰერჩინსკი

13 Feb. 2023, 13:13

მალე ჩვენ დავიწყებთ შეფასებაზე მუშაობას. ამას გავაკეთებთ ინკლუზიური და გამჭვირვალე გზით. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას მათი წვლილისთვის, კონსულტაციებს გავივლით სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, კომუნიკაცია გვექნება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეს აისახება ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ევროკომისიის მიერ ამ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. იქამდე, ძალიან ცოტა რამის თქმა შემიძლია. რაც ცალსახად მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე თვე დარჩენილი, შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო და მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს ცალსახად მოითხოვს ინკლუზიურობას ხელისუფლების მხრიდან და ასევე მოითხოვს კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან და ადგილი, სადაც ეს დისკუსია უნდა წარიმართოს არის საქართველოს პარლამენტი. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ ჩვენ ოპოზიციასთანაც, რომ ისინი უნდა დარჩნენ პარლამენტში, იყვნენ ჩართულები, იმუშაონ კონსტრუქციულად იმისთვის, რათა მიაღწიონ მაქსიმალურ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…