ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა ევროპული მედიით "იმედგაცრუებულია"
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა ემ ქეი დი მორიგ განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო.
- სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
- ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა.
- ბანკმა თანხის გადარიცხვის შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი ახსნა, შემდეგ კი ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კითხვები გაუგზავნა.
- ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრზე ზეწოლად შეაფასეს.
დეტალები: იურიდიული კომპანია წერს, რომ მას შემდეგ, რაც Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკა დაიწყეს, მათთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა — "ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა".
- იურიდიული ფირმა იხსენებს 2022 წლის შემთხვევასაც, როდესაც შვეიცარიულმა მედიამ Credit Suisse-ზე პრესრელიზი არ გაუშუქა.
- ფირმა აცხადებს, რომ მაშინაც გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად Credit Suisse-ს, არამედ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს.
- "მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა", — წუხან ფირმაში.
ახლა კი, ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმას მიაჩნია, რომ "სამწუხარო სიგნალი" შვეიცარიული მედიის შემდეგ, ევროპულ მედიიდანაც მიიღეს.
- ფირმას სურდა გამოქვეყნებულიყო სტატია, რომელშიც ბანკის მენეჯმენტს აკრიტიკებდნენ.
-
"ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა";
-
"შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები Credit Suisse-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა";
-
"ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე", — აცხადებენ ფირმაში.
გარდა ამისა, წერილიდან ვიგებთ, რომ ივანიშვილი მზადაა "შანსი მისცეს" მედიასაშუალებებს, რათა მომდევნო ინფორმაცია გამოაქვეყნონ.
- ფირმაში წერენ, რომ სხვა რომ არაფერი, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან.
- წუხან, რომ აღნიშნულის ნაცვლად, მიიღეს ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მათთვის "მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს".
- "მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა".
- წერილში თანდართულია ტექსტს, რომელიც მედიამ "დაბლოკა და, ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა" — მისი ნახვა შეგიძლიათ აქ.
არქივიდან: ივანიშვილი 26 იანვარს ისევ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა.
- ივანიშვილზე სტატია 25 იანვარს ერთი და იმავე სათაურით, რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებაზე გამოქვეყნდა, თუმცა მითითებულია, რომ ის პრესრელიზია და ფასიანად განთავსდა.
- გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც 7-წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, "ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც", სადაც კლიენტებთან ურთიერთობების "მსჯავრდებულმა მენეჯერმა ჩაიდინა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი".
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
კომენტარები