კობახიძე სანქციების არიდებაზე CNN-ზე გაჟღერებულ ინფორმაციას "მარტივ ტყუილს" უწოდებს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პირველი არხი
ქართული ოცნების თავმჯდომარე იმედის ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტისთვის CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: CNN-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აკრძალული საქონელი რუსეთში მაინც აღწევს, ბოლო ცნობების მიხედვით კი, ეს განსაკუთრებით, საქართველოს გავლით ხდება.
- წამყვანი დაინტერესდა, როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ სანქციების ქვეშ მყოფმა რუსეთმა ვეღარ მიიღოს ის, რაც სჭირდება.
- პასუხად ლაიენმა განაცხადა, რომ ხედავენ სანქციებზე გვერდის ავლის მცდელობებს და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.
- ინტერვიუს წინ უძღოდა The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით, როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით.
- მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქონელი, რომლის რუსეთში გატანაც სანქციების გამო იკრძალება, იქ საქართველოდან აღწევს.
კობახიძე რუსეთ-უკრაინის ომში "საქართველოს ჩართვის მცდელობებზე" საუბრობდა და თქვა, რომ ამას სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით ცდილობენ, რის შემდეგაც ერთ-ერთ ბოლო ასეთ შემთხვევად CNN-ზე ლაიენის ინტერვიუ დაასახელა.
- მისი განცხადებით, ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს კითხვა ფეიკ სტატიაზე დაყრდნობით დაუსვა.
- "ეს ხომ CNN-ია და არა მთავარი არხი, ნაცმოძრაობის ჯიბის ტელევიზიები, როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები".
- "მიზანი ამ ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთადერთი — ესკალაცია და ამის საბოლოო შედეგი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი".
დეტალები: პარტიის თავმჯდომარემ არგუმენტად სტატისტიკა მოიყვანა და თქვა, რომ თუ საქართველო რუსეთში სანქცირებული პროდუქტის გადასატანად გამოიყენება, მაშინ ექსპორტის მაჩვენებელი არსებითად უნდა იყოს გაზრდილი.
- მისი განცხადებით, 33%-ით გაზრდილ ექსპორტში ყველაზე დაბალი მატება რუსეთის მიმართულებითაა.
- "თან ეს ტყუილი CNN-ის დონეზეა — CNN-ის ჟურნალისტი ეკითხება ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს არ არის ის, რომ მთავარი არხი ეკითხება ხაბეიშვილს ან ნიკანორ მელიას".
- "საიდან ჩანს, რომ ეს არის ხელოვნური შეტევა საქართველოზე CNN-ის დონეზე ხელოვნურად გაჟღერებული — თვითონ ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ 7 ქვეყანაში არის შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა".
- მისივე სიტყვებით, ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან გაცხოველებული ვაჭრობა აქვთ
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან Rapporteur: საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა EU-ის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან
გადახედვა
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
"სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან "სააკაშვილის გზით წახვედი" — "ოცნების" დეპუტატები ღარიბაშვილის წერილს ეხმაურებიან
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
კომენტარები