ნიკა მელია

17 Jan. 2023, 23:19

ბატონი ლევან ხაბეიშვილი არ არის ჩემი კონკურენტი. არც ერთ ჩემს თანამოაზრეს, არც მე, პირველივე დღიდანვე, არასოდეს არ გვქონია პერსონალური დაპირისპირების სურვილი არავისთან, მით უფრო საკუთარი პარტიის რიგებში. მაგრამ არსებობს ფასეულობითი, ღირებულებითი დაპირისპირება. 

ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას, არა უბრალოდ მხარს უჭერს რომელიმე კანდიდატს, არამედ მისი დაწყებული პროცესია თავიდან ბოლომდე, დანანებით ვამბობ, ცუდია, რომ ავანსცენაზე არ არის გამოსული და სურვილი აქვს, რომ არაფორმალური გავლენები მოიპოვოს ამ მეთოდებით. 

9 ნოემბერი, დღე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს გააკეთებინეს განცხადება, რომლებმაც მოითხოვეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში არჩევნების ჩანიშვნა, უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, იმ ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების განცხადებას უჭერენ მხარს. თითქოს ეს მათი დაორგანიზებული არ ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ძალიან კარგ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. [...]

9 ნოემბრის მთავარი მოქმედი პირები, შემსრულებელნი და ავტორნი, რა თქმა უნდა, იყვნენ ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი. [...]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…