ნიკა მელია

16 Jan. 2023, 15:08

წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა,სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ.

დაწერა ენმ-ის ლიდერმა. გუშინ, 15 იანვარს ყვარელში საჯარო ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს ევრო-ატლანტიკური ცენტრის შენობაში შესვლის და ლექციის ჩატარების საშუალება. შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შერაცხავს" კახეთში არ ელოდნენ. როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…