იენს სტოლტენბერგი

11 Jan. 2023, 15:13

პარტნიორობა ევროკავშირსა და ნატოს შორის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან რუსეთის სასტიკმა შეჭრამ უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოება.

ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარის გარშემო, აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს, ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ამიტომ მივესალმები შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლო განცხადებებს, რომ ისინი უკრაინას მალე მიაწოდებენ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ტანკებს. მივესალმები ნატოს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო სწრაფად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…