ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საუბარია NASAMS-ის საჰაერო სისტემებზე, რომელსაც, ანანდას თქმით, ძალიან მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი აქვს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ღირებულ წვლილს შეიტანს.

  • როგორც მინისტრი Twitter-ზე წერს, ეს იქნება პირველი საჰაერო სისტემა, რომელსაც კანადა უკრაინას გადასცემს.

დეტალები: მისი თქმით, NASAMS-ის სისტემები მოქალაქეებს უპილოტო, სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებისგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება.

  • "ყოვლისმომცველი სამხედრო დახმარებით, კანადა რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს", — წერს ანანდა.
  • უკრაინამ აღნიშნული საჰაერო სისტემები პირველად გასული წლის ნოემბერში აშშ-ისგან მიიღო. მთლიანობაში, შეერთებული შტატები 8 ასეთი სისტემის გადაცემას გეგმავს.