ვოლოდიმირ ზელენსკი

7 Jan. 2023, 22:42

ყველა ხმა, რომელიც რუსული არტილერიის გრუხუნთან უნისონშია, იზოლირებული იქნება ცივილიზებული სამყაროსგან.

და, სხვათა შორის, მსოფლიომ დღეს კიდევ ერთხელ შეძლო, დაენახა, რამდენად მცდარია ნებისმიერი დონის ნებისმიერი სიტყვა მოსკოვიდან. იქ რაღაც თქვეს ვითომ ცეცხლის შეწყვეტაზე... მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსული ჭურვები ისევ ბახმუტსა და სხვა უკრაინულ პოზიციებს მოხვდა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, მხოლოდ რუსი ოკუპანტების უკრაინული მიწიდან განდევნა და უკრაინასა და მთელს ევროპაზე რუსეთის ზეწოლის ნებისმიერი შესაძლებლობის აღმოფხვრა ნიშნავს სიწყნარის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენას.

სწორედ ამაზე ვმუშაობთ, სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი პარტნიორების დახმარება, სწორედ ეს მიზანი აქვს ახლა მთელს ცივილიზებულ სამყაროს.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი ქვეყნისთვის!

დღეს ჩვენ გამარჯვებასთან ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ.

დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული

დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს…