მაიკლ მაკფოლი

5 Jan. 2023, 12:32

ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იტანჯება. ზოგიერთი ცნობით, ის სიკვდილის პირასაა. ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა — სწორედ დემოკრატიის წინაშე წარსული დამსახურებისთვის თავის სამშობლოში. [...]

ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს ნაბიჯი უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა.

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის ძლიერი დარტყმა. ეს არავის ესმის ზელენსკიზე უკეთ, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, "გულმოწყალება გამოიჩინონ" და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ. [...]

თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოში, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით ზეწოლის განხორციელებით.

ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ