დღეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები გაიმართა
სხვადასხვა ქალაქებში აქციაზე მყოფი ადამიანები მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას და მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი "გლობალური აქციები" ჩატარდა.
- მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოთხოვნით მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში აქცია გაიმართა.
- საზღვარგარეთის აქციები ძირითადად საქართველოს საელჩოს შენობებთან იმართებოდა.
დეტალები: ორი აქცია ჩატარდა საქართველოს დედაქალაქში.
- კანცელარიის შენობასთან გამართა ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებული აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, საიდანაც მომიტინგეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ გაემართნენ.
- ასევე, მსგავსი შინაარსის აქცია გამართა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მშვიდობის ხიდთან.
-
მშვიდობის ხიდთან აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და გადმოკიდეს ბანერი "თავისუფლება მიშას".
შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
- შეკვეთილში აქცია ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გამართეს.
ჭორვილაში დაგეგმილი მსგავსი შინაარსის აქცია ჩაიშალა.
- აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან მობილიზებულმა ადგილობრივებმა და სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
-
ადგილობრივებმა აგრესიული ქმედებებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ბანერების და დროშების გაშლის საშუალება არ მისცეს.
-
აქციის მონაწილის, ალიკა კუპრავას განცხადებით, "როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძინა ივანიშვილმა სოფლის ყველა შესასვლელი ჩაკეტა, შსს ქცეულია მის პირადი დაცვის სამსახურად".
ექიმების აქცია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა პოლიტიკური ძალებისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს.
- აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ.
- აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი განსაკუთრებულ ვალდებულებას გრძნობენ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი.
- აქციას შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც.
"ჩვენი მთავარი სათქმელი, რეალურად არის ის, რომ გვეყოფა ერთ წრეზე სიარული, რომ გვეყოფა პრეზიდენტების კვლა. ისტორია არ უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას ევროპის ოჯახში რეალურად დაიმკვიდროს ადგილი." - დავით სააკაშვილის შეფასებით, დღეს დაგეგმილმა გლობალურმა აქციებმა უნდა აჩვენოს, რომ "ჰუმანური ხალხი ვართ, კაცთმოყვარე, ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის და ადამიანის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ".'
კონტექსტი: მიხეილ სააკაშვილმა ფეიგინს კლინიკიდან წერილი გაუგზავნა, სადაც მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ აცნობა.
- ფეიგინმა, თავისი ითუბ-არხის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
- მოწოდებას შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩიც.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა



კომენტარები