ვოლოდიმირ ზელენსკი

21 Dec. 2022, 01:29

მე ვთხოვ ჩვენს ხალხს: სადაც არ უნდა იყოთ, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინელ გმირებს, რომლებიც ებრძვიან ოკუპანტების ყველაზე სასტიკი თავდასხმებს, რუსეთის ყველაზე გიჟურ დარტყმებს...

მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბახმუტს — დაფლეთილს, მაგრამ დაუმორჩილებელს და მის მცველებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს, მოსალოდნელს და მოულოდნელს, რათა ჩვენს გმირებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა გასამარჯვებლად. იმ შედეგებისთვის, რასაც ყველა უკრაინელი ელის. რასაც ფრონტის ხაზზე ყველა ჩვენი ქალაქი და სოფელი ელოდება. ეს არის მერიინკა, ეს არის უგლედარი, ეს არის ტორეცკი, ეს არის სოლედარი, კლიშჩიივკა... ეს არის ჩვენი ლუგანსკის რეგიონი, ეს არის ჩვენი სამხრეთი უკრაინა, ეს არის ჩვენი ყირიმი. უკრაინა მტერს საკუთარს არაფერს დაუტოვებს.

უკრაინისთვის ეს კვირა უაღრესად მნიშვნელოვანია — იმისთვის, რომ ამ ზამთარს და მომავალ წელს გაუძლოს. იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საჭირო მხარდაჭერა და უკრაინის დროშამ საბოლოოდ იბატონოს ჩვენი საზღვრის ყველა მონაკვეთზე — უკრაინის საზღვარზე.

ჩვენმა მებრძოლებმა დღეს მაჩუქეს ჩვენი დროშა და მთხოვეს მიმეცა ის მათთვის, ვისი გადაწყვეტილებებიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ყველა ჩვენი ჯარისკაცისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას. ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერას!

დიდება ბახმუტის ციხესიმაგრის ყველა მცველს! დიდება ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! დიდება ჩვენს დაუოკებელ და ლამაზ ხალხს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ Flydubai-ის გუშინდელ FZ1073 რეისზე მყოფ ოთხ პირს სამოქალაქო…