ირანში პოპულარული მსახიობი დააკავეს, რომელიც საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერდა
ფოტო: CNN
ტარანე ალიდოსტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯა დაგმო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს ირანში რამდენიმე ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
- საპროტესტო ტალღა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია, მას შემდეგ, რაც იგი სახელმწიფოს მორალურმა პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.
-
Amnesty International-ის ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით სულ მცირე 21 ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვდა.
-
ოთხშაბათს, ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სექტემბრიდან მოყოლებული, არეულობას სულ მცირე 458 ადამიანი ემსხვერპლა.
დეტალები: ალიდოსტის პროტესტის შესახებ "ტყუილის გავრცელებისთვის" წაუყენეს ბრალი.
- ალიდოსტი, რომელიც მონაწილეობდა სხვადასხვა პოპულარულ ირანულ სატელევიზიო შოუში, ცნობილია თავისი აქტიურობით მოძრაობაში MeToo.
- მსახიობი ღიად აკრიტიკებდა ირანის ხელისუფლებას პროტესტის ძალადობრივი გზებით ჩახშობის გამო.
- მან გასულ თვეს ინსტაგრამზე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ისლამური ჰიჯაბის გარეშეა და ხელში უჭირავს აბრა წარწერით — "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება".
- გასულ თვეში მან უარყო ინფორმაცია, რომ ირანი დატოვა და დაწერა, რომ აპირებდა ქვეყანაში დარჩენას.
- "მე დავდგები პატიმართა და დაღუპულთა ოჯახების გვერდით და მოვითხოვ სამართლიანობას. მე ვიბრძოლებ ჩემი სახლისთვის და ნებისმიერ ფასს გადავიხდი ჩემი უფლებების დასაცავად", — განაცხადა მან.
სიკვდილით დასჯა ირანში: შეკარის სიკვდილით დასჯის შემდეგ მსახიობმა განაცხადა, რომ ამ თემაზე დუმილი ნიშნავს "ტირანიის და ტირანების მხარდაჭერას".
- მან ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციები, — "ყოველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უყურებს ამ სისხლისღვრას და არ მოქმედებს, არის კაცობრიობის სირცხვილი", — წერდა ალიდოსტი.
- ამ პოსტის შემდეგ მისი ინსტაგრამ ანგარიში წაიშალა.
- შეკარის ჩამოხრჩობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე სიკვდილით დასჯა 12 დეკემბერს მოხდა.
- მაჯიდრეზა რაჰნავარდი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ მაშჰადში მას შემდეგ ჩამოახრჩვეს , რაც ბრალი დასდეს ორი გასამხედროებული ოფიცრის მკვლელობაში.
- გარდა გახმაურებული შემთხვევებისა, არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს.
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
კომენტარები