უკრაინაში მებრძოლი ქართველი

16 Dec. 2022, 12:05

პირველ რიგში, ჩვენი ქვედანაყოფის სახელით, მინდა, მწუხარება გამოვთქვათ ჩვენი თანამებრძოლების, გმირულად დაღუპული სერგო ხონსტარი და მიშა თევდორაძის [გამო], მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს. ორიოდე სიტყვით ვიტყვით, რომ სერგო და მიშა დაეცნენ გმირულად, როგორც შეეფერებათ ქართველებს. ისინი იბრძოდნენ სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე.

რაც შეეხება ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, მივმართავ, თავი შეიკავოს ყველამ აბსოლუტურად. არ აქვს მნიშვნელობა, სამოქალაქო პირი იქნება თუ სამხედრო, რადგან მიშა თევდორაძის გამოყვანა ბრძოლის ველიდან მოხერხდა, ხოლო სერგოზე გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვედანაყოფის სახელით, მე, როგორც ქვედანაყოფის მეთაური, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისინი დაეცნენ, როგორც გმირები, ისინი არიან გმირები. დიდება საქართველოს, სისხლის ბოლო წვეთამდე გრძელდება ბრძოლა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

"ბოლოს და ბოლოს აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა ქოცების მხარდამჭერი?" — ასე გამოეხმაურა…