რას ამბობს სახალხო დამცველის აპარატი გასაჯაროებულ კადრებზე — დეტალები
ფოტო: სქრინი პენიტენციური სამსახურის კადრებიდან
ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედშია გადაღებული.
- ვიდეომასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ "სიმულაციური ქმედებები" არ შეწყდებოდა, გაასაჯაროებდნენ მტკიცებულებებს.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე შესწავლა დაიწყო.
- ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს იუსტიციისა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს.
დეტალები: ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის.
- "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ოფიციალური განმარტების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა ვერ დასტურდება", — ნათქვამია განცხადებაში.
აპარატის მტკიცებით, კადრების გასაჯაროება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად და ადეკვატურად შემდეგ გარემოებათა გამო:
- ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინა პერიოდთან შედარებით გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას.
- განვითარებულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ არა ერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა, პაციენტი იმყოფებოდა აქტიური კატაბოლიზმის ე.წ. ორგანიზმის თვითმონელების ფაზაში, რასაც ადასტურებს განსაკუთრებით ოქტომბრიდან ძალიან აჩქარებული წონის კლება.
- ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა, როგორც მძიმე.
სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, პატიმარ პაციენტს სათანადო დახმარება აღმოუჩინოს და არ გამოიყენოს პატიმრის სამედიცინო ჩვენება მის საწინააღმდეგოდ.
- სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პატიმრის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა ოქტომბერ-ნოემბერში, 2022 წლის 4 ოქტომბერი, ვიდეო ჩანაწერების დიდი ნაწილის თარიღი, არის ის დღე, როდესაც გასვლითი სასამართლო პროცესის გამართვის მცდელობა იყო მიხეილ სააკაშვილის პალატაში.
- რასაც ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მისი განსაკუთრებული ემოციური რეაქცია მოჰყვა და სამედიცინო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო.
- აპარატი მიიჩნევს, რომ ამავე დროს გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას.
აპარატის შეფასებით, ამ ეტაპზე აუცილებელია ადეკვატური სამედიცინო და სამართლებრივი ღონისძიებების გადადგმა, რომელიც პატიმრის/პაციენტის რეალურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული და სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
- სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები