პაველ ჰერჩინსკი

15 Dec. 2022, 12:48

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები სრულად არის დაცული. მისი უფლება, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოზე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ იყო შესაძლებელი მისთვის სასამართლოზე გამოჩენა. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა გუშინ განვითარებული მოვლენები. ექსპრეზიდენტს ისევ არ მისცეს სხდომაზე დისტანციურად ჩართვის საშუალება და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…