ლადო კახაძე

15 Dec. 2022, 01:51

აქედან ვსვამ კითხვას, რა მოხდა, რატომ არ მიიტანეთ ლეპტოპი. მე არ ვიცი ახლა, ხო ხედავთ, დღეს ველოდებოდი სასამართლოს და ახლა შენგან გავიგე. ვსვამ კითხვას, ვეკითხები, ვისაც ევალებოდა — ლეპტოპი არა გვაქვს მართლა და გაგვიჭირდა ლეპტოპის მიტანა? რატომ არ მივიტანეთ? აი, ვსვამ [კითხვას], შენ რა გგონია, ეს დეპუტატი ვარ და რაღაცა ვალდებულებები მაქვს, სიტყვას ვერ ვიტყვი? მე ყველაფერს ვლაპარაკობ, ადამიანებს პირში ველაპარაკები. [...]

მიზეზი უნდა გავიგოთ ჯერ, რა მოხდა. ერთს ერთის სჯერა, მეორეს მეორის, მესამეს მესამის და რამდენი ადამიანია, იმას თავისი პირველი ჩამძახებლის სჯერა. ასეა ეს. დემოკრატია ეს ყოფილა. სიმართლე როგორც ასეთი, ფიგურანტი აღარ არის. ზოგის სიმართლე ტყუილია, ზოგის ბამბა ჩხრიალებს, იცით ხომ ეს ყველაფერი?! [...]

აი, ტექნიკურ სამსახურს ვეკითხები, რა ტექნიკური მოუგვარებელი დაგემართათ, რომ არ ჩართეთ ეს ადამიანი, აი, აქედან თქვენთან ერთად დავსვი ეს შეკითხვა, მე, მაგალითად, სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს და ამ პასუხის გაგების შემდეგ გავაკეთებდი ჩემს კომენტარს. ახლა მე მარტო კითხვის დასმა შემიძლია.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს არ მისცა შესაძლებლობა, სასამართლო სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, რაც უწყებამ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების არქონით ახსნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

"ბოლოს და ბოლოს აქეთ-იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა ქოცების მხარდამჭერი?" — ასე გამოეხმაურა…