ეკა ხერხეულიძე

14 Dec. 2022, 23:15

დღეს იმდენად საგანგაშო იყო შიმშილობა, გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომ, ვისაც ის არ ჰყავს ნანახი, ვერც წარმოუდგენია. მე ვნახე ღლიცინი, რომ 2-საათიანი იყო სააკაშვილის შიმშილობა. მე ვიცი, ექიმები როგორ ღელავდნენ, რას განიცდიდნენ, რადგან ისინი რეალურად უყურებენ ამ საფრთხეს და იციან, რომ ეს ადამიანი ჩააკვდებათ ხელში. 

რაკი ნახეთ ეს შიშველი კადრები მიხეილ სააკაშვილის, წარმოუდგენლად უხეში და ბრუტალური კადრები, რომელიც საზოგადოებას აჩვენეს, მეგობრებო, ყველა ის ჭრილობა, რაც ამ ქვეყანას აქვს, ყველა ის იარა, მიხეილ სააკაშვილის სხეულს ატყვია, დამიჯერეთ. ეს არის ნაწამები კაცი. [...]

მე არ ვიცოდი, თუ ამას იკადრებდნენ და ამას გამოაქვეყნებდნენ. გუშინ რომ მოვუსმინე რატი ბრეგაძეს, მართლა ვიფიქრე, რა არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, მაგრამ ფაბრიკაცია არ მიკვირს. სანამ აქ შემოვიდოდი, მე მომასმენინეს დღის შუა პერიოდში ფაბრიკაცია, სადაც ნიკა მელიას ჩანაწერია, არ ვიცი საზოგადოებამ იცის თუ არა და ოთხი მონაკვეთი არის გადადებული ხმები.

ფაბრიკაცია არის ამ ხელისუფლების იარაღი. რაკი ეს იკადრეს უნდა ვთქვა, მერე აღმოჩნდება, რომ სულ თავდაცვით მდგომარეობაშია. მომასმენინეს და მითხრეს, რომ ნიკა მელიას ვინც მხარს დაუჭერს, მოვასმენინებთ ამას და ნახავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს ის არ ახსენებს, მონაკვეთები არის ამოკრებილი, სადაც ნიკა მელია საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით. ოღონდ სრულიად სხვადასხვა, ამას გამოუცდელი ადამიანი მიხვდება, ეს არის ამ ხელისუფლების იარაღი, ასე გვებრძვიან.

ამის შესახებ ენმ-ს წევრმა TV პირველთან ისაუბრა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომლებიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე…