ევროპარლამენტარების მორიგი კრიტიკული დებატები საქართველოზე — ვინ რა თქვა
ფოტო: Getty Images
ევროპარლამენტში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ანგარიში განიხილეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის ნაწილი ხშირად არის კრიტიკული მმართველი გუნდის გადაწყვეტილებებისა და განცხადებების მიმართ და პოზიციას ღიად აფიქსირებენ, როგორც გამოსვლებში, ასევე, რეზოლუციებში.
- ევროპარლამენტარები მუდმივად საუბრობენ საქართველოში ოლიგარქიის, პოლიტიკური მართლმსაჯულების და დემოკრატიული მმართველობის პრობლემების შესახებ.
- ამჯერადაც მათ ყურადღება არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს და ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილზე, მიხეილ სააკაშვილზე, ნიკა გვარამიასა და სხვა აქტუალურ საქმეებზე.
სვენ მიქსერი: ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ გარკვეულ სფეროებში შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა, თუმცა, როცა საქმე ეხება დემოკრატიული სტრუქტურის უნარების დემონსტრირებას და ერთგულებას ევროპული ფასეულობებისადმი, ვიწროპარტიული ინტერესები და ძლიერი აქტორების ანტაგონიზმი, საერთო მიზანზე მაღლა დგას.
- მანვე აღნიშნა, საქართველომ ბევრჯერ მისცა ხმა იმისთვის, რომ თქვას, რუსეთის აგრესია არის უკანონო, მაგრამ არ მოსწონთ რამდენიმე პოლიტიკოსის რიტორიკა, თითქოს ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს.
- "ევროკავშირი არის მშვიდობიანი პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა, მშვიდობის არჩევას ნიშნავს", — განაცხადა მან.
- დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ადარდებთ სააკაშვილის ბედი და შემაშფოთებელია ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტარმა თქვა, რომ საქართველო, რომელიც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, ახლა მიტაცებული სახელმწიფოა, დემოკრატიული უკუსვლა სწრაფდება, სასამართლოს კლანი მართავს, გახმაურებული საქმეები კი პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის მაგალითად მან ნიკა გვარამიას პატიმრობა დაასახელა.
- კრამონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ აიღო რამდენიმე მაგალითი პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ის და NATO-ს წინააღმდეგ.
- დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მედიის თავისუფლება მეტად ზიანდება, როცა პრორუსულ რადიკალებს საშუალებას აძლევენ, თავს დაესხან მედიასა და უმცირესობებს.
- "ამ დემოკრატიული ხრწნის ფესვებს წარმოადგენს სხვა არავინ, გარდა ქვეყნის ყველაზე დიდი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა. 10 წლის წინ ის დაგვპირდა შესანიშნავ დემოკრატიას, მაგრამ ახლა საქართველო მიტაცებული ქვეყანაა. ქვეყანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი", — განაცხადა მან.
- დეპუტატმა ექსპრეზიდენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა მკურნალობის მიზნით მისი გათავისუფლება.
ჰელენა დალი: ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დამოკიდებულია პროგრესსა და იმ მთავარ რეფორმებზე, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციაშია წარმოდგენილი.
- დალიმ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება მთავარი და მნიშვნელოვანი გზაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე მისასვლელად.
- ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა ყველა დაკავებული პატიმრის ჯანმრთელობის მიმართ.
- "ევროკავშირმა კიდევ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოახდინოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ჩვენ საჯაროდ გავაკეთეთ კომენტარი მედიასთან, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვაში პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ეს არა პოლიტიკური არჩევანის, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხია.", — განაცხადა დალიმ.
მარკეტა გრეგოროვა: ევროპარლამენტარმა გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ადევნებდნენ თვალს და მრავალ პრობლემას ხედავდნენ. მისი განცხადებით, საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა უკავშირდებოდეს.
- "მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები და ერთობლივად იმუშავეთ იმ დავალებების შესასრულებლად, რათა აასრულოთ თქვენი მოქალაქეების მისწრაფებები", — განაცხადა გრეგოროვამ.
- მან თქვა, რომ საქართველო მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბევრი მათგანის გულთან ახლოსაა.
- ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა რეფორმების იმპლენტაციაზე და თქვა, რომ კანონების მიღება პოლიტიკური მოტივებით არ უნდა დაჩქარდეს და თუ არსებობს კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი, იარსებებს ამის მიღწევის გზაც.
- "საქართველომ მომდევნო ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირი გაწევრიანების მიზნისკენ. მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები და ერთობლივად იმუშავეთ იმ დავალებების შესასრულებლად, რომელის საქართველოს ბევრ მოქალაქეს უნდა", — თქვა გრეგოროვამ.
და პირდაპირ მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები და ერთობლივად იმუშავეთ იმ დავალებების შესასრულებლად, რათა აასრულოთ თქვენი ძალიან ბევრი მოქალაქის მისწრაფებები.
რასა იუკნევიჩიენე: ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, ბიძინა ივანიშვილსაც, "რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო", იგივე მიზნები ჰქონდეს, რაც ქართველ ხალხს.
- იუკნევიჩიენემ ხაზი გაუსვა, რომ მძიმედ ავადმყოფი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა.
- "ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა და მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებელნი არ გახდეს", — განაცხადა მან.
დევიდ მაკალისტერი: ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, ნდობის შესაქმნელად.
- მანვე აღნიშნა, რომ კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უნდა აღმოიფხვრას;
- მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ეს მოიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის მფლობელობის გამჭვირვალეობას, პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას.
- ევროპარლამენტარმა მოუწოდა მმართველი გუნდის ლიდერებს, შეწყვიტონ აგრესიული სიტყვიერი თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე და პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებზე;
- "როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას — გთხოვთ, გაათავისუფლოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მისცეთ მას სათანადო მკურნალობის საშუალება", — განაცხადა მაკალისტერმა.
მირიამ ლექსმანი: ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ იყო დემოკრატიული პროგრესი ზოგიერთ რეფორმებში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხი, აქვე მან ახსენა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება და ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი მას ისევ არ აქცევს ყურადღებას.
- ევროპარლამენტმა აღნიშნა ისიც, რომ ერთი ოლიგარქი კვლავ ფლობს ჭარბ გავლენას პოლიტიკურ გარემოზე და ისაუბრა ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევებსა და სასამართლოს პოლიტიკური წნეხისთვის გამოყენებაზე.
- მისივე თქმით, ელიან, რომ გვარამიას მიმართ პოლიტიკური სასჯელი მოიხსნება და სააკაშვილს მიეცემა უფლება, გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ.
ადამ ბეილანი: ევროპარლამენტარმა თქვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ დამფუძნებელია და რჩება ევროკავშირის პარტნიორად, თუმცა ერთობლივ მუშაობაში საჭიროა რამდენიმე მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მიღწევა.
- პირველ ეტაპად კი ეს დაასახელა: "ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური პატიმრობა უნდა დასრულდეს, როგორც პოლიტიკური შერიგების ნიშანი".
- მეორედ კი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელება და პოლიტიკური მიზნით გამოყენება დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია კანდიდატი სტატუსის ქვეყნისთვის.
- მისი თქმით, ამ ორი პრობლემის აღმოფხვრის გარეშე, საქართველოს არ უნდა მიენიჭოს სტატუსი.
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები