დავით ქაცარავა

14 Dec. 2022, 01:21

როცა ქოცი მთავრობა აპელირებს, რომ თურმე მშვიდობა არის და სტაბილურობა ამ ქვეყანაში, მე მინდა ვთხოვო მათ, ვკითხო მათ, რას ეძახიან ისინი სინამდვილეში მშვიდობას? იმას, რომ, ფაქტობრივად, რუსი ოკუპანტი გვართმევს მიწა-წყალს,ხომ? მე შემიძლია გავუძღვე, თუ მათ არ იციან, შემიძლია, გავუძღვე და ვაჩვენო ის ტერიტორიებიც, ამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით და ათასობით ჰექტარი წაგვართვეს რუსებმა. მე შემიძლია, ასობით ადამიანი გავაცნო, რომლებსაც ყოველდღიურად იტაცებენ რუსი ოკუპანტები, რომლებსაც ათიდან რვა ადამიანს სასტიკად სცემენ რუსები და ისე აშინებენ, რომ მერე ისინი ვეღარ ბედავენ ამაზე საუბარს — ამას ეძახიან ესენი მშვიდობას და სტაბილურობას? ეს არის, ბატონო ქოცებო, თქვენთვის მშვიდობა? ჩვენ უბრძოლველად გვართმევენ მიწებს. მე დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ მზადდება ახალი ოკუპაციის ტალღა, რომელიც მოიცავს 208 კვადრატულ კილომეტრს, იმ ტერიტორიებისა, რომლებიც არ შედის ე.წ სამხრეთ ოსეთის, სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვრებში. 208 კვადრატული კილომეტრი, რომელსაც უკვე სეპარატისტული რეჟიმი რუსეთის მხარდაჭერით ამზადებს ოკუპაციას — ეს არის თქვენი მშვიდობა? თქვენ ზურგს აქცევთ ამ რეალობას. როგორ იცავთ თქვენ მშვიდობას, რომელიც ოთხი რეგიონიდან, რომელიც ესაზღვრება ოკუპაციის ხაზს, სამი არის აბსოლუტურად დაუცველი. მე რასაც ვამბობ შემიძლია, ეს ყველაფერი ხვალვე გაჩვენოთ, ხვალვე დაგიმტკიცოთ. სინამდვილეში, მშვიდობისთვის არაფერს აკეთებთ, ეს არ არის მშვიდობა, ეს არის უღირსი საქციელი კოლაბორაციონისტი მთავრობის, რომელიც, სინამდვილეში, ხელს უწყობს რუსს საქართველოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  4. პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გოგოების ტექნოლოგიებისა და AI სფეროში გაძლიერების მიზნით,…