ირაკლი კობახიძე

13 Dec. 2022, 15:29

ნაცმოძრაობის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ჩვენთვის ვერ იქნება ეს განსაკუთრებით საინტერესო მოვლენა, რამდენი რიგგარეშე არჩევნებიც უნდათ საკუთარ პარტიაში, იმდენი ჩაატარონ. რაც ხდება ამ პარტიაში არის საოცრება. გუშინწინ დატოვა ამ ადამიანმა პარტია და ახლა თავმჯდომარედ იყრის კენჭს. სრული ქაოსია, რაც ძალიან კარგია, ეს კარგია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ქართული დემოკრატია, რაც მეტი განხეთქილება და ქაოსი იქნება პოლიტიკურ პარტიაში, მით მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში. 

საინტერესო არ არის ამ პოლიტიკურ პარტიაში რა ხდება. საინტერესო ერთადერთი არის ის, რომ ეს პარტია თანდათანობით სუსტდება, ამას უყურებს საზოგადოებას. ეს არის კარგი, იმისათვის, რომ ჯანსაღი მიმართულებით განვითარდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ამის იქით, ახლა, მამულაშვილი... ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს ამ პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ყველაზე კარგი, რაც უნდა აღინიშნოს. საზოგადოება დაინახავს და მხოლოდ არჩევანს ამ დასრულებულ სიბნელეს შორის და მეორე მხარეს, სიბნელეს შორის. სიბნელეში ვგულისხმობ სიბნელეს ყველანაირი განსხვავებულებით, ერთმანეთი და არაპირდაპირი მნიშვნელობით.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნების შეფასებისას, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…