დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტი 12 დეკემბერს გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დიდი შვიდეული წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც ყოველწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს.

  • სამიტზე განაცხადეს, რომ წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი ომის ფონზე, მრავალმხრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ურყევი ერთგულებით G7 უფრო ერთიანი იყო, ვიდრე ოდესმე.
  • შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდა და განაცხადეს, რომ მზად არიან დაეხმარონ უკრაინას კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის აღდგენასა და დაცვაში.
  • G7 ამბობს, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ, რუსეთმა გადაიხადოს თავისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამო, რადგან არ შეიძლება, რომ იმ სისასტიკისა და ომის დანაშაულების შემდეგ დაუსჯელი დარჩეს.
  • დიდი შვიდეული ქვეყნები აცხადებენ, რომ პუტინსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხისგებაში მისცემენ.

რა თქვეს G7-ის ლიდერებმა: "დღეს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს", — განაცხადა სამიტმა.

  • G7-ის თქმით, ისინი გმობენ მათაც, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს და აპირებენ, უკრაინას დაეხმარებიან ზამთრის საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარონ.
  • დიდი შვიდეულის ქვეყნების მტკიცებით, რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.
  • ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ფინანსური სტაბილურობის და ამბობენ, რომ დაეყრდნობიან უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციის შედეგებს.
  • "ომისშემდგომი სამშვიდობო მოგვარების მიზნით, ჩვენ მზად ვართ უკრაინასთან და დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებებს მდგრადი უსაფრთხოების და სხვა ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს რუსული აგრესია", — ნათქვამია G7-ის განცხადებაში.
  • ისინი აპირებენ, რომ გააგრძელონ უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

G7-ის განცხადებით, ისინი გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებისა და მილიტარიზაციის, უკრაინელი პერსონალის გატაცებისა და შეურაცხყოფას.

  • "რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით", — ნათქვამია განცხადებაში.
  • დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთხმად განმარტავენ, რომ ისინი რჩებიან უპრეცედენტო კოორდინირებული სანქციების ერთგული რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ.
  • G7 ამბობს, რომ შეინარჩუნებენ და გააძლიერებენ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და იმაზე, ვინც თავს არისებს და ძირს უთხრის შეზღუდვებს.
  • "ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განზრახვას, რომ ეტაპობრივად გამოვრიცხოთ რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ჩვენი შიდა ბაზრებიდან. ომი ამძაფრებს არსებულ სისუსტეებს გლობალურ ეკონომიკაში, რაც გავლენას ახდენს ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ფასზე", — განაცხადა დიდი შვიდეულის ქვეყნებმა.

G7 განმარტავს, რომ ისინი უკრაინისთვის აგრძელებენ ფინანსურ მხარდაჭერასა და თანადგომას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის ქვეყნებს ონლაინ ჩაერთო და სამიტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
  • პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დასაჩქარებლად სამი ნაბიჯი დაასახელა.