შეცვალე ხუნდები, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში — თეგეტა მოტორსის კამპანია გრძელდება
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ახალი წელი სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად საუკეთესო პერიოდია. საყვარელ ადამიანებთან სტუმრობა და მათთვის საჩუქრების გადაცემა ამ ჯადოსნური დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. იმისათვის, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები არასასიამოვნო თავგადასავლებად არ გადაიქცეს, აუცილებელია, ზამთრის სუსხიან სეზონს მომზადებული ავტომობილით შევხვდეთ.
თუ არ გსურთ, ვიდეოს გმირის ბედი გაიზიაროთ, აუცილებელია, რომ ავტომობილის ხუნდები დროულად შეამოწმოთ და დარწმუნდეთ მის საიმედოობაში. სწორედ ხუნდები ასრულებს უდიდეს როლს ავტომობილის მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილებაში. სამუხრუჭე ხუნდების დანიშნულებასა და დროულად შეცვლის მნიშვნელობაზე თეგეტა მოტორსის მსუბუქი ნაწილების პროდუქტის მენეჯერი, დავით მინდიაშვილი საუბრობს.
რა არის სამუხრუჭე ხუნდი და რა დანიშნულება აქვს მას?
ხუნდი არის სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალი. თავდაპირველად ხუნდები მხოლოდ წინა საბურავების გასაჩერებლად იყო განკუთვნილი. დღეს მსუბუქი ავტომობილების 100%-ს სამუხრუჭე ხუნდები აქვს როგორც წინა, ისე უკანა მხარეს. ავტომობილის აგებულებაში ხუნდი საკმაოდ სწრაფად ცვეთადი ნაწილია და მისი შეცვლის დროს წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თოვლიან გზებზე ავტომობილით გადაადგილებისას გვქონდეს მაღალი ხარისხის, რესურსიანი ხუნდები.
სამუხრუჭე ხუნდების არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე საჭიროების შემთხვევაში მდორე დამუხრუჭებას.
რა ნივთიერებისგან მზადდება ხუნდების ზედაპირი?
წლების წინათ ხუნდების შემადგენლობაში შედიოდა აზბესტი. ეს არის მასალა, რომელიც ხუნდებს სითბოს შთანთქმასა და გაფანტვაში ეხმარებოდა, თუმცა, რადგან აზბესტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებაა, თანამედროვე ხუნდების შემადგენელ კომპონენტებში მას ვეღარ ნახავთ. დღეს ხუნდები ძირითადად ორგანული ნივთიერებებისგან მზადდება, ისეთებისგან, როგორებიცაა მინა და რეზინი. ასევე ფისები, რომლებსაც შეუძლია მაღალ სითბოს გაუძლოს და უსაფრთხოა როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მის შემადგენლობაში ასევე შედის რკინა, სპილენძი, ფოლადი და გრაფიტი. ყველა ეს კომპონენტი ერთმანეთშია შერეული და ქმნის ხუნდის ზედაპირს.
რა სიხშირით უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები?
არ არსებობს კონკრეტული გარბენი ან დროის ინტერვალი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიცვალოს ხუნდები. მათი შეცვლა განისაზღვრება არა დროის ინტერვალით, არამედ მისი ზედაპირის მდგომარეობით. თუკი ხუნდების შემხები ზედაპირის სისქე 2მმ-მდე მივა, აუცილებელია მისი შეცვლა. ხუნდის ზედაპირის ცვეთა დამოკიდებულია მის ხარისხსა და შემადგენლობაზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გზის ზედაპირს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძირითადად ქალაქში გადაადგილდებით და ხშირად გიწევთ ავტომობილის გაჩერება, შესაბამისად, ხუნდები უფრო ინტენსიურად ეხება სამუხრუჭე დისკებს და მაღალია ცვეთის ხარისხი. ხოლო, თუკი თქვენი ავტომობილით ძირითადად საქალაქთაშორისო მაგისტრალებზე გიწევთ მოძრაობა, მაშინ ხუნდიც შედარებით გვიან გაცვდება. შესაბამისად, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის ინტენსივობა დამოკიდებულია მის მოხმარებასა და ხარისხზე.
რატომ არის აუცილებელი, რომ ზამთარს ხარისხიანი და რესურსიანი ხუნდებით შევხვდეთ?
ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს 0°C-იანი ნიშნულს სცდება და გზების ზედაპირი ხშირად იყინება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა იყოს ეფექტიანი. მოყინულ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება. სამუხრუჭე ხუნდის ზედაპირის გაცვეთისას ავტომობილის გასაჩერებლად სამუხრუჭე დისკებზე ვეღარ იქმნება საჭირო წნევა, ავტომობილის დამუხრუჭების პროცესი არათანაბარი ხდება და თოვლიან ან მოყინულ გზაზე გაგვიჭირდება სწორად დამუხრუჭება, შედეგად კი იზრდება მოცურების ალბათობა.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელია?
არის თუ არა ხუნდი შესაცვლელი, ამის გაგება რთული არ არის . თანამედროვე ავტომობილების უმეტესობა აღჭურვილია ხუნდის ცვეთის სენსორით და როდესაც ხუნდის ზედაპირის სისქე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდება, ამის შესახებ მძღოლი ინფორმაციას მაჩვენებლის დაფაზე ანთებული შესაბამისი ნიშნით მიიღებს. თუკი თქვენს ავტომობილს არ აქვს ხუნდის ცვეთის მსგავსი სენსორი, მაშინ მისი ზედაპირის გაცვეთის ნიშნებია არასასიამოვნო ხმა მუხრუჭის გამოყენებისას, ვიბრაცია მუხრუჭის სატერფულზე, სამუხრუჭე მანძილის გაზრდა და სხვა. შესაძლებელია ყველა ავტომობილმა სხვადასხვანაირად გამოავლინოს რესურსის ამოწურვის ნიშნები, რადგან დიდწილად სამუხრუჭე ხუნდზეა დამოკიდებული ავტომობილით ჩვენი მშვიდი გადაადგილება, ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები