ირაკლი კობახიძე

8 Dec. 2022, 20:30

მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, რომელსაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის, ეს ერთი. მეორე, ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ არის, რა თქმა უნდა, კითხვისნიშანები და არ არის ეს ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც ენთუზიაზმით იბრძვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს პატივისცემას. 

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია. მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ ოცდათოთხმეტივე და მინდა, ამის რწმენა მქონდეს, რომ ოცდათოთხმეტივე იდეით იბრძოდა.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, არიან თუ არა გმირები ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან და იბრძვიან თუ არა საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…