ირაკლი კობახიძე

8 Dec. 2022, 19:43

არ ვიცი ეს თემა რამდენად აქტუალურია, მე ვერ მივადევნე თვალ-ყური, საუბარი რაზეა, არ ვიცი. ანუ, ვისთვის მოქალაქეობის დაკარგვაზეა საუბარი, ეს მე არ ვიცი. ერთი რამ, სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ანუ ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ ირიცხება პირი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში, ეს სამართლებრივად არის საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვისთვის, მაგრამ რა თემაზეა საუბარი, მე კონკრეტულად ამის თქმა გამიჭირდება. სამართლებრივი განმარტება ეს არის, ანუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას. 

მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხალისეებზე არ არის აქ საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ანუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად ვინ რა თემას ააქტუალურებს, ეს მე არ ვიცი. სამართლებრივად ასეა.[...]

სამართლებრივად შემიძლია შემოვიდე მსჯელობაში, როგორც იურისტი, სამართლებრივად არის ასეთი რამ, თუ ვინმე შედის კონკრეტული ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის, ლოგიკურად, უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე. ლოგიკა ასეთია: თუ ვიღაც მიდის საქართველოდან ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. სხვანაირად როგორ აკეთებენ, არ ვიცი. მოხალისეებზე არაა საუბარი.[...]

საქართველოში ვიღაცა რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის უნდა იყოს შენი მოქალაქე და ალბათ იქაც ასეა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მმართველი გუნდის წევრები ახლა იმაზე ალაპარაკდნენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…