სავარაუდოდ, ხორვატია შეუერთდება შენგენს, ბულგარეთი და რუმინეთი — არა
ფოტო: Immigrant Invest
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როიტერსის ცნობით, ევროკომისიის წევრი ქვეყნები ავსტრიის ხელმძღვანელობით ხელს უშლიან ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შენგენის ზონის არსებობა ევროინტეგრაციის მთავარ მიღწევად მიიჩნევა.
- ბოლო წლებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეეზღუდათ შესაძლებლობა აკონტროლონ უკანონო მიგრაცია ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის გამო.
- ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირს 2007 წელს შეუერთდნენ და მას შემდეგ ელიან შენგენის ზონაში გაწევრიანებას.
- ევროკავშირის აღმასრულებელი კომისია აქამდე აცხადებდა, რომ ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი აკმაყოფილებდნენ იმ აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებიც შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად არის დადგენილი.
დეტალები: იმისთვის, რომ კანდიდატმა ქვეყანამ შენგენში გაწევრიანება შეძლოს, ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ხორვატიას, რომელმაც ასევე გააკეთა განაცხადი შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობის მისაღებად.
- "ხორვატიას შეუძლია დადებითი გადაწყვეტილების იმედი, მაგრამ რუმინეთი და განსაკუთრებით ბულგარეთი შენგენში გაწევრიანებას ჯერ ვერ შეძლებენ", — წერს როიტერსი ევროკომისიაში წყაროზე დაყრდნობით.
- გარდა ამისა, ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა, ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ვენა ეწინააღმდეგებოდა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენში გაწევრიანებას.
- "ჩვენ გვჭირდება მეტი დრო. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 75 000 არალეგალური მიგრანტი ავსტრიაში — რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გადაკვეთეს ევროკავშირის გარე საზღვარი და მიაღწიეს ავსტრიაში. ჯერ ეს უნდა მოგვარდეს", — თქვა მან.
შენგენის ზონა მსოფლიოში ყველაზე დიდი თავისუფალი მოგზაურობის ზონაა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის 22 და 4 ასოცირებულ ქვეყანას აერთიანებს.
- არის კიდევ ევროკავშირის 5 წევრი ქვეყანა, რომლებიც შენგენის ზონას არ მიეკუთვნებიან — ირლანდია, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და კვიპროსი.
- რუმინეთმა, ხორვატიამ და ბულგარეთმა შენგენის წევრობის მოსაპოვებლად განაცხადი გააკეთეს.
- შენგენის ზონაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ შეფასებების სერია, რათა დადასტურდეს, აკმაყოფილებენ თუ არა გაწევრიანებისთვის აუცილებელ პირობებს.
- შენგენში გაწევრიანება სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვს — გარე საზღვრების სათანადო მართვას, უსაფრთხოების ინფორმაციის გაზიარებას და ეფექტურ საპოლიციო თანამშრომლობას.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები