გიგა ბოკერია

8 Dec. 2022, 15:08

მე არ ვიცი და არა მგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით. მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა. იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების განცხადებებს. მმართველი გუნდის წევრები ახლა იმაზე ალაპარაკდნენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…