ენტონი ბლინკენი

7 Dec. 2022, 17:49

ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ აფეთქებებს მთელ უკრაინაში. რუსეთი ცდილობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წყობიდან გამოიყვანოს. ეს არის დღევანდელი რეალობა უკრაინაში. ეს არის ის, რაც ხდება, როგორც ვთქვი, ფაქტობრივად ყოველდღე. [...]

რუსები ჩაერთნენ მიწის დატაცებაში, რათა მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. ახლა ესეც ვერ ხერხდება, რადგან ზაფხულის შემდეგ ვნახეთ, რომ უკრაინელები სულ უფრო ეფექტური გზებით ახორციელებენ კონტრშეტევას.

ასე რომ, ამჟამინდელი მიზანი არის ომის გადატანა უკრაინელი ხალხის მისამართით. პუტინი თავის გაბრაზებასა და ცეცხლს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მიმართავს. ცდილობს გაანადგუროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გამორთოს სითბო, წყალი, განათება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზამთარი მოდის. ასე რომ, უკრაინისთვის ახლა უპირველესი გამოწვევა არის წინააღმდეგობის გაწევა და, რა თქმა უნდა, იმის გაგრძელება, რასაც აკეთებდნენ — წართმეული მიწის დაბრუნება. [...]

რუსები ეცდებიან, იპოვონ გამოსავალი, რომელიც სიყალბე იქნება. ამაში ვგულისხმობ, რომ, იტყვიან: მოდი შევწყვიტოთ ცეცხლი, მოდი უბრალოდ გავყინოთ ყველაფერი, როგორცაა, მივიღოთ გაყინული კონფლიქტი, აღარასოდეს ვილაპარაკოთ დაპყრობილ და დაკავებულ ტერიტორიებზე. დავისვენებთ, გადაიარაღებას მოვახდენთ, გადავჯგუფდებით და ხელახლა დავესხმებით თავს [უკრაინას]. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…