შშმ პირთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები მთავრობას მიმართავენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ფოტო: საქართველოს მთავრობა
შშმ პირთა საერთაშორისო დღეს საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი და აღნიშნავენ, რომ გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების მაგალითია.
- მათი განმარტებით, ეს მუხლი მკაფიოდ შეახსენებს სახელმწიფოებს, რომ კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისთვის აუცილებელია ეფექტური, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი განხორციელებისა და კოორდინაციის მექანიზმის შექმნა, რომელსაც მაღალი სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური სტატუსი ექნება, რათა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირება უზრუნველყოს.
- ამ მექანიზმის შექმნის ვალდებულება, შშმ პირებისთვის, უნიკალურ შესაძლებლობას ხსნიდა, რომ მათ წინაშე არსებული პრიორიტეტული და სისტემური საკითხების აღსრულება კოორდინირებულად და შეთანხმებულად მომხდარიყო.
- მათივე განცხადებით, 2021 წელს, საქართველომ 33-ე მუხლის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როცა დაამტკიცა დადგენილება — შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, თუმცა, ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი.
- "რადგან ერთი მხრივ, სრულად უგულებელყო აღნიშნულ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. მეორე მხრივ კი, არ გაითვალისწინა შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები სტრუქტურის თაობაზე, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დეტალები: ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, მე-8 პუნქტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დაცვას ეხება.
- მათი თქმით, შშმ პირთა მოსაზრებებისა და უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ ის ვერ ასრულებს ფუნქციას.
- კერძოდ, ვერ ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, ვერ უზრუნველყოფს სექტორებს/უწყებებს შორის კოორდინირებას და ვერ ახდენს სისტემური საკითხების ინიცირებას.
- "რაც მთავარია, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ეფექტურ და სრულ ჩართულობას შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის (შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) მოთხოვნათა შესაბამისად", — აცხადებენ ხელმომწერები.
მოუწოდებენ მთავრობას, უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ, მასში შშმ პირთა თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით. ასევე:
- ეფექტური მუშაობისთვის ცალკე გამოყოს მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კადრებით და ფინანსური რესურსებით;
- აღნიშნული მოთხოვნების ეფექტური და დროული აღსრულებისთვის, ხელმომწერები მოითხოვენ ქსელის წარმომადგენლობით შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.
- თემი აცხადებს, რომ იქნება კრიტიკული და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოიყენებს, რათა დააფიქსირონ და შეახსენონ ხელისუფლებას, რომ ვალდებულია, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის პრინციპებს პასუხობს და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
- მათივე განცხადებით, ხელისუფლება ასევე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თემის გამოცდილება და ექსპერტიზა იმ საკითხებში, რომლებიც მათ დამოუკიდებელ და ღირსეულ ცხოვრებას ეხება.
- ხელმომწერი ორგანიზაციებისა და აქტივისტების სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
მთავრობამ დღეს, 3 დეკემბერს პრემიერმინისტრის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების "უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია".
- აქვე ვკითხულობთ, რომ ამიტომ, წელს უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნეს, რის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა.
- მისივე თქმით, 2023 წლიდან სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას.
- "ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას", — ვკითხულობთ პრესრელიზში.
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები