ვოლოდიმირ ზელენსკი

2 Dec. 2022, 11:53

ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი სახელმწიფოს სრულ დამოუკიდებლობას, მათ შორის — სულიერ დამოუკიდებლობას. ჩვენ არასდროს არავის მივცემთ უფლებას, ააშენოს რუსული იმპერია უკრაინულ სულში.

დღეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ უკრაინის გარკვეული რელიგიური წრეების აგრესორ სახელმწიფოსთან კავშირის მრავალი ფაქტი.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, წარუდგინოს რადას კანონპროექტი, რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების უკრაინაში მოქმედების შეუძლებლობის შესახებ.

ეთნო პოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის დებულების რელიგიური შემოწმება, მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის გამო და საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.

ასევე, უზრუნველყოს კიევ-პეჩორის ეროვნული ისტორიული და კულტურული სივრცის ტერიტორიაზე არსებული ქონების კანონიერი საფუძვლების არსებობისა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის პირობებთან შესაბამისობის შემოწმება.

ყველა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და მათთან დასაპირისპირებლად.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად რჩება. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის ბრალდებით უკრაინაში არაერთი სასულიერო პირია დაკავებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…