ბაიდენი მზადაა, ესაუბროს პუტინს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის "ეძებს გზებს ომის დასასრულებლად"
ფოტო: Susan Walsh/AP
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანია: ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს გეგმები, დაუკავშირდეს პუტინს, მაგრამ მზად არის ესაუბროს, თუ ის მართლა ეძებს გზებს ომის დასასრულებლად.
- "მას ეს ჯერ არ გაუკეთებია", — დაამატა პრეზიდენტმა.
- მანვე განაცხადა, რომ ამ ომის დასასრულის ერთადერთი რაციონალური გზა არსებობს — პუტინმა უნდა დატოვოს უკრაინა.
დეტალები: ბაიდენისა და მაკრონის შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც თეთრ სახლში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
- ორივე ქვეყნის ლიდერმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ პუტინთან ისაუბრებს, მხოლოდ და მხოლოდ ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ.
- მაკრონმა კი ტრადიციულად თქვა, რომ როგორც კი უკრაინა დააყენებს პირობებს სამშვიდობო შეთანხმებისთვის, ის მზადაა პუტინს ესაუბროს.
კონტექსტი: უკრაინის პრეზიდენტი ომის დაწყების დღიდან იმეორებდა, რომ მზად არის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა 4 რეგიონის ანექსიის შემდეგ, მან ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დიალოგისთვის ისევ მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.
- პასუხად კრემლში განაცხადეს, რომ ზელენსკის პოზიციის შეცვლას ან უკრაინის ახალ პრეზიდენტს დაელოდებოდნენ.
- რამდენიმე კვირის შემდეგ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ პუტინი "ბევრად რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე".
- უკრაინის მტკიცე უარის შემდეგ, კრემლი დასავლეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზეც ალაპარაკდა.
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
კომენტარები