ფეთქებადი და მუქარისშემცველი ამანათები ესპანეთის პრემიერს, აშშ-ის საელჩოს და სხვა უკრაინელ დიპლომატებსაც გაუგზავნეს
ფოტო: Juan Medina/Reuters
30 ნოემბერს ესპანეთში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც გავრცელდა არაერთი ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებაში ფეთქებადი ამანათის დაგზავნის შესახებ. მედია განვითარებულ მოვლენებს საფოსტო ტერორს უწოდებს.
რა ვიცით: არსებული ინფორმაციით, უკრაინის საელჩოში აფეთქდა ამანათი, რომელიც ელჩისთვის იყო განკუთვნილი.
-
საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, რომ დაშავდა 1 თანამშრომელი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- Reuters სამართალდამცავებზე დარყდნობით წერს, რომ ის დაცვის თანამშრომელია და თითი დაუზიანდა, როცა ფეთქებადი ამანათი საელჩოს ბაღში გახსნა.
-
მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, აფეთქების დღეს კიდევ ორმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო წერილები "ძალიან კონკრეტული მუქარით".
-
მას არ უთქვამს რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ წერილებში სიმბოლური მუქარა იყო და წითელ სითხეს შეიცავდა.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში ასაფეთქებელი გაუგზავნეს ქვეყნის პრემიერმინისტრს, თავდაცვის მინისტრს და მიიტანეს აშშ-ის საელჩოშიც.
- როგორც Euronews წერს, ესპანეთის პრემიერისთვის გაგზავნილი პიროტექნიკური მასალის შემცველი კონვერტი 24 ნოემბერს უშიშროების სამსახურებმა აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.
- ამანათი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით მიიღო ესპანურმა კომპანიამ, რომლის წარმოებულ იარაღსაც ესპანეთის მთავრობა უკრაინაში გზავნის.
- CNN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 6 ასაფეთქებელი მოწყობილობის გაგზავნაზე აქვთ ინფორმაცია, მათგან ბოლო აშშ-ის საელჩოში გაგზავნეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კულება აცხადებს, რომ ეს ტერორის ახალი ფორმაა და ესპანეთის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ, რომ გაარკვიონ, ვინ დგას ამის უკან.
- მისივე თქმით, აქვთ მოსაზრება, ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე.
- "ერთ მარტივ დასკვნას გამოვიტან: თუ უკვე დაიწყეს თავდასხმა საელჩოებზე, ბომბებით, რაღაც სატანისტური ან ვუდუ სიმბოლოებით, მაშინ ჩვენი ეშინიათ, ცდილობენ ჩვენს შეჩერებას. მაგრამ არაფერი გაგვაჩერებს", — აღნიშნა მან.
- უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებელი "ტერორისტი სახელმწიფო" ანუ რუსეთია.
- ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თქვა, რომ არც ფეთქებადი წერილების გაგზავნა და არც სხვა ძალადობრივი ქმედება არ შეცვლის ესპანეთის "მტკიცე და მკაფიო" ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას.
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
კომენტარები