ალექსეი არესტოვიჩი

1 Dec. 2022, 13:15

მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უსასრულოდ შეიძლება და ასევე, შესაძლებელია მისით აღფრთოვანებაც, უსასრულოდ. მიზეზს ორივე შემთხვევაში იპოვით. არსებობს კითხვა, რა უნდა გავუკეთოთ ასეთ ფიგურას.

ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ახლა ის ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მერე იტყვიან — ასე მოხდა, ასაკია, სიბერეა, ავადმყოფობა, ნერვები, თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. [..]

არ მგონია, რომ მიზანმიმართულად კლავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის დაშვებაც შეიძლება. მათ აქვთ ახლა ისეთი პოლიტიკა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ აძლევთ. [...]

არ ვიცი, შეუძლია თუ არა უკრაინას რამის გაკეთება. მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. [...]

მოდით პირდაპირ ვთქვათ, თუ ის ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ, ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ