იენს სტოლტენბერგი

29 Nov. 2022, 13:03

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა.[...]

ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინს გამარჯვებას. ეს ავტორიტარულ ლიდერებისთვის ცუდი მაგალითი იქნება, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, არის საშინელი თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ასევე საცხოვრებელ უბნებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის ენერგოსისტემა, გაზის ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები. რომ პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს გამოიყენოს იარაღი ან გამოიყენოს ზამთარი, როგორც ომის იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ეს საშინელებაა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მეტი თავდასხმისთვის. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა. ასევე დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მოკავშირეები აწვდიან მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ საფრთხეებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით, ასევე საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებით.[...]

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმიტომაც, რომ ვიცით, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…