ნიკა მელია

21 Nov. 2022, 22:47

დღეს დადასტურდა განსაკუთრებით, ის უადგილობა, რომელსაც ადგილი აქვს დღეს. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა არის. ამ დროს, ჩვენ გავმართეთ შიგნით, უკვე პრაქტიკულად, შიდა პროცესი, რომელიც გინდა - არ გინდა იწვევს, დროებით, მაგრამ მაინც ორ ან , თუნდაც სამ ნაწილად პარტიის მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების დაყოფას, რომლებიც აუცილებლად მომავალში, კვლავ საბოლოო ჯამში შეჯგუფდებიან. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვყოფილიყავით კონსოლიდირებულნი, მომართულნი ერთი მიზნისკენ და ამაზე ვსაუბრობდით.[...]

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესში [ენმ-ს არჩევნებში] არის ჩართული, იყოს საჯაროდ ჩართული. საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად ვინ არის და რა არის ნაციონალური მოძრაობა. სხვებსაც მოვუწოდებდი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კი არის ჩართული არასაჯაროდ ამ პროცესში, არადა ძალიან აქტიურად არის ჩართული, შეიძლება, თხემით ტერფამდე, მე ვფიქრობ, ასეთი ადამიანები დასამალები არ არიან, ისინი ღირსნი არიან, საზოგადოებამ იცოდეს. ზოგადად, გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი? მე თუ თქვენ მხარს მიჭერთ და ჩემს საარჩევნო კამპანიაში 24 საათი მუშაობთ, მეტიც, აქვს დიდი გავლენა ჩემზე, დიდი გავლენა ამ პროცესზე, მე რატომ უნდა დაგმალოთ და რატომ უნდა ვთქვა, რომ არ ხართ ჩემი შტაბის უფროსი, შტაბის წევრი ან ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

მე გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ, გითხარით რატომაც, მოვა ამ ყველაფრის დრო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  4. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
  5. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: ძარცვის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი, 2009 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც თანმხლებ…