კელი დეგნანი

18 Nov. 2022, 19:00

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს. ეს ისაა, რაც რუსეთში არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ხდება და არა ის, რაზეც ქართველი ხალხი გასული 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ჩემი გამოცდილებით, რადგან ვმოგზაურობ საქართველოს გარშემო, რაც მინახავს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებია გაკეთებული არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ისინი მუშაობენ გარემოსდაცვით პრობლემებზე, მუშაობენ სამართლებრივი დახმარების უზრუნველსაყოფად, ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ეხმარებიან სტუდენტებს, ახალგაზრდებს, მზრუნველობა მოკლებულ და უნარშეზღუდულ ადამიანებს.

არის ბევრი სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი, რომლებიც იმიტომ შეიქმნა, რომ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება უკეთესი გახადოს ყველა ქართველი მოქალაქისთვის. ამიტომ ვუჭერთ მხარს იმ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან არასამთავრობო ორგანიზაციების შესაქმნელად. ჩემთვის გასაკვირია, რადგან ბევრი პარლამენტის წევრი NGO-ში მუშაობდა, NGO-დან დაიწყო, საქართველოს გაზრდა-განვითარებაში NGO-ების მეშვეობით მონაწილეობდა. ამიტომ გასაკვირია, როცა ვისმენ, რომ ზოგიერთი მათგანი დღეს ენჯეოების მუშაობას აკრიტიკებენ.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ასე კელი დეგნანი არასამთავრობო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესებაზე ხალხის ძალის ინიციატივას გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
  5. პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ…