კელი დეგნანი

22 Nov. 2022, 14:30

ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა, [დეოლიგარქიზაციის კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა] განსაკუთრებით როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგან ეს არის ის ინსტიტუტი, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან. ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, არსებობდა რაღაც დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინაში შემუშავდა და იყო ვენეციის კომისიაში , შემდგომ გამოიწვიეს უკან დასკვნისთვის, თუმცა, რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდეგ გააკეთონ დასკვნები ამასთან დაკავშირებით, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის. 

არის თუ არა ევროპარლამენტის რჩევა მნიშვნელოვანი, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს, ამის შესახებ კელი დეგნანმა USAID-ის პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
  5. პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე

ტერაბანკში ფიზიკური პირებისთვის აქცია დაიწყო. გადმოიტანე ხელფასი და ისარგებლე სპეციალური პირობებით იპოთეკურ და…