ვოლოდიმირ ზელენსკი

17 Nov. 2022, 00:10

უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი.

უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა ყველა მონაცემზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილზე.

მთელი ჩვენი ინფორმაცია სრულ ხელმისაწვდომობაშია. ჩვენ მას ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს პირველივე საათებიდან, როცა მსოფლიომ დაიწყო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა.

წუხელ ველაპარაკე პრეზიდენტ დუდას და მივუსამძიმრე — რუსულმა აგრესიამ პოლონეთის ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. გუშინ, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დღეს, 16 ნოემბერს თქვა, რომ რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას ეკუთვნის, რომელიც რუსეთის სარაკეტო დარტყმას იგერიებდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის…