კახა კალაძე

9 Nov. 2022, 14:33

ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არა აქვს. არანაირი ფასი არა აქვს, თავის შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ.

შესაბამისად, იმას, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, თუნდაც, 12-პუნქტიანი დათქმა რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შესრულებული და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო, რაც შეიძლება სწრაფად, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…