მამუკა ხაზარაძე

3 Nov. 2022, 01:14

პარლამენტი განიხილავს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, ოცნება ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს.

ამიტომ პირველ რიგში ოცნების მესვეურებს განვუმარტავ ოლიგარქის ცნებას — ეს ნიშნავს მცირეთა ძალაუფლებას, ერთი მუჭა ელიტური დაჯგუფების მმართველობას, მათ მიერ ადმინისტრაციული და სახელისუფლო ბერკეტების ფლობას და ბოროტად გამოყენებას! ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც შექმნა, ზუსტად ასეთი, ოლიგარქიის დანაშაულებრივი სისტემა, თავად ჩრდილოვანი მმართველია, ხოლო მისი ხელისბიჭებისგან შექმნილი მთავრობა, საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა, სასამართლო, პროკურატურა, მედია ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებით მართავს და უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას!

ამავე დროს, ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნეს კლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს. მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. ოცნების ტროლ-ბოტები დიდი ხანია ცდილობენ ჩემს გაშავებას, ამაში წლებია უდიდესი ფული იხარჯება...

ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ კიდევ უფრო სახიფათო სახეს მიიღებს. ადამიანებს შეეშინდებათ სიმდიდრის და დოვლათის შექმნის, შეეშინდებათ ბიზნესის წარმოების, შეეშინდებათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის, ეს გაანადგურებს ქვეყანაში დამოუკიდებელ ბიზნეს კლასს და დარჩება მხოლოდ ამგვარი არჩევანი - ან აწარმოო შავი ბიზნესი "ოცნებასთან" ერთად ან გაქრე... არ დავუშვათ ამგვარი არჩევანის წინაშე დარჩენა!

აცხადებს პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…