კახა კალაძე

2 Nov. 2022, 13:33

საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს მამისონი, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე - პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები, თუმცა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ეტროსადგურით მოქალაქეები 2 წელია, ვერ სარგებლობენ, ჯერ ისევ უცნობია როდის გაიხსნება. მიუხედავად ამისა, კალაძემ მხოლოდ კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და უშუალოდ მერიაზე არაფერს ამბობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…