ელენე ხოშტარია

2 Nov. 2022, 12:10

ამ სასამართლომ ჩვენ არაფერი არ გვანახა სამართლის შესახებ, არაფერი არ გვანახა მართლმსაჯულების შესახებ, არაფერი არ გვანახა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის. ერთადერთი გვანახა, რომ ნიკა გვარამია აგრძელებს ბრძოლას და არის ძალიან ბევრ თავისუფლებაზე მყოფ ადამიანზე ბევრად უფრო ძლიერი. ამიტომ მთავარი დასკვნები არის ჩვენი გამოსატანი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ ამ რეჟიმისგან რამეს მოლოდინი, მოლოდინი, რომ რაღაც მომენტში მოლბებიან, მოლოდინი, რომ სასამართლო დაემსგავსება სასამართლოს.

მოლოდინი, რომ მათ მართლა აინტერესებთ, ან რამე საერთოდ გაარკვიონ, არ არსებობს, ეს არის რუსული რეჟიმი. რუსული რეჟიმი ერთადერთს რასაც აკეთებს, არის, რომ ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. ჟურნალისტებს გჭირდებათ დაცვა და ნიკა დღეს თქვენ გიცავთ საკუთარი მოქმედებებით და საკუთარი სიძლიერით, მოქალაქეებს სჭირდებათ დაცვა, ახალგაზრდობას სჭირდება დაცვა. პენსიონერს სჭირდება დაცვა და ეს დაცვა უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…