გიგა ბოკერია

2 Nov. 2022, 11:59

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მიჩვეულები ვართ და ნანახი გვაქვს, რომ პოლიტიკური დევნა არის დეკლარირებული ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის, გვარამიას საქმე ამ სტანდარტითაც გამორჩეულია. ამოცანა დღევანდელი გადაწყვეტილების იყო ძალის დემონსტრირება, სწორედ იმის, რა კურსიც აიღო ივანიშვილის რეჟიმმა. თუკი იყვნენ კიდევ წესიერი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ რაიმე ილუზია, რომ ამ რეჟიმის პირობებში შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის სწორ გზაზე დადგომა, თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების მოგვარება, ეს ილუზია ყველამ უნდა მოისპოს.

გვარამიას საქმე არის გამორჩეული, ყველას გვინდა პერსონალურად ამ პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება მაგრამ, ამავე დროს, ყველას გვესმის, ზეგ რომ მიიღოს გადაწყვეტილება რეჟიმმა რაღაც ვაჭრობისთვის გვარამიას გათავისუფლების, ამითაც კი არ შეიცვლება არსი ჩვენი დიდი ეროვნული პრობლემის. სანამ ამ რეჟიმს შეუძლია ადამიანების ასე უტიფრად დაჭერა, ღია დემონსტრირებით, რომ ვიჭერ იმიტომ, რომ ასე მინდა, ჩვენს ქვეყანას შანსი არ აქვს. ღიად სილა გააწნა ყველას რეჟიმმა, თქვა, რომ აი, ასეც შემიძლია, დაგიჭიროთ. 

ეს განცხადება ვროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. გვარამია 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში რჩება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ…