გია ვოლსკი

24 Oct. 2022, 22:48

არ არის პროტოკოლში [პრეზიდენტთან შეხვედრის] აუცილებლობა გათვალისწინებული სტუმრები ჩამოდიან რომელი კონფესიისაც არ უნდა იყოს პატრიარქსაც ხვდებიან, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ ჯერზე არ იყოს. მე არ მგონია, რომ გერმანიის პრეზიდენტი გამოვიდეს და როდესაც სახელმწიფოში ვიზიტია რომელიმე ქვეყნის მეთაურის, მასთან არშეხვედრის გამო დიდი ემოცია გამოხატოს ამასთან დაკავშირებით. სხვა კომენტარი არა მაქვს. წინასწარ იცოდა, არ იცოდა, ახლა ეს თემა მე... ბევრი საკითხებია ისეთი, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უადგილო პრეტენზია გამოაცხადა. [...]

ან მოწვევა ცალკე რა არის? საერთოდ, რომ იწვევ პრეზიდენტს ან პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, იქ საკითხების წრესაც განსაზღვრავ და არ არის ის საკითხების წრე, არ არსებობს, რომელზეც შეიძლება, სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს; საქმეების, საკითხების, შეთანხმების თემა წამოწიოს, როდესაც მისთვის ეს კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული.

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი კითხვას, რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს საშუალება მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვედროდა. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს თავშეკავება მართებს. შეგახსენებთ, დღეს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ზურაბიშვილმა გამოთქვა მზაობა, თავად უმასპინძლოს ალიევს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…