ნიკა მელია

18 Oct. 2022, 23:52

ბავშვებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება... და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე!

პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც. შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ!

ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა! ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს — მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს?

არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ!

კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!

არც ერთი რგოლი გამართულად რომ არ მუშაობს, ეს ვერ იქნება შემდუღებლის ბრალი!

ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება...?!

ასე ეხმაურება ენმ-ის ლიდერი შსს-ს განცხადებას გამოძიების მიმდინარეობაზე და გავრცელებულ ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, რომ ქალაქის მერი ვაკის პარკის შადრევანში დაშავებულ ბავშვს შეხვდა და თავისი სახელობის სპორტული მაისური და ბურთი აჩუქა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…