თეა წულუკიანი

11 Oct. 2022, 14:57

მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად, არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ასე პასუხობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სპორტული ფედერაციების მოთხოვნას, რომ სპორტის სფერო კულტურის სამინისტროს გამოეყოს. ამის შესახებ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა პრესკონფერენცია დღეს გამართეს. ფედერაციამ ეს მას შემდეგ მოითხოვა, რაც თეა წულუკიანმა ძალადობის მცდელობისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები

თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩი) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ IRI-მა კვლევა…