ალექსანდრე ლუკაშენკო

28 Sep. 2022, 16:46

ნოსტალგია არასოდეს გვტოვებს. ძველად, ალბათ, 25-27 წლის წინ ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა როგორც პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, პარლამენტის წევრი. გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად. ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, ღამემდე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქაა, ნორმალურად ცხოვრობდეს. [...] 

ჩვეულებრივი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ არანაირ გეოპოლიტიკით არ ვიტანჯებით. უბრალოდ, ჩვენც, როგორც თქვენ მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში. და ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. სხვა გზა არ არის. [...]

მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხმა ღირსეულად იცხოვროს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე, ხალხი კი წმინდანია. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები. 

ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. სწორედ ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს ლუკაშენკოს ციტატას. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტი აფხაზეთში რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.s


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს

ჩვენ მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების გადამუშავება და გამოყენება გენებზე იმაზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე…