კახა კალაძე

28 Sep. 2022, 12:25

დღეს გვაქვს გამოწვევა, გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, თუ რატომ არის გადაადგილება პრობლემური დედაქალაქში. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა და მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად, ესეც ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამართული, კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ადამიანმა 500$-იანი, 700$-იანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.

გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. სწორედ ამის გამო კეთდება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს პრობლემას, არავინ არ გაურბის და უარყოფს იმას, რომ არის დისკომფორტი. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი, ორი მნიშვნელოვანი გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობას უმნიშვნელოვანესი სამუშაოები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

14-დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი სამაშველო სამსახურმა…