ნიკა მელია

15 Sep. 2022, 14:25

მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას! კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში, უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს. უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!

მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. კობახიძე ამ განცხადებით, ქართული ოცნების ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ ქართული ოცნებას კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!

ასე ეხმაურება ენმ-ის თავმჯდომარე კობახიძეს, რომელმაც გუშინ თქვა: "როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს რომ რუსები უკრაინელებს ესვრიან, ამ ჭრილშივე უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზსა და ოსს". მისივე თქმით, თეორიულად, საქართველოს ომი ცხინვალსა და აფხაზეთში რომ მოუწიოს, ეს რუსული საოკუპაციო ძალების გარდა, აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლას ნიშნავს და ძმათა მკვლელი ომი შეიძლება ეწოდოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე

"ინტერ რაო" წარმოადგენს "თელასის" არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად "თელასი" არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა…